პარანოია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:48, 30 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პარანოია - (F220), (paranoia), იშვიათი ქრონიკული ფსიქოზი, როდესაც ლოგიკურად დალაგებული ბოდვითი იდეების სისტემა ყალიბდება, მაგრამ ჰალუცინაციები და შიზოფრენიული ტიპის აზროვნების დარღვევა არ აღინიშნება. შინაარსით ბოდვა წარმოადგენს განდიდების (მესიანობა ან გამომგონებლობა), დევნის და სომატური პათოლოგიის იდეებს.