ამფეტამინური ფსიქოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:39, 17 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამფეტამინური ფსიქოზი - (amfetamin psychosis) – ამფეტამინების საშუალო ან დიდი დოზების ერთჯერადი ან განმეორებითი მოხმარების დროს განვითარებული მოშლილობა, რომელიც ხასიათდება პარანოიდული ბოდვით, თანმხლები სმენითი და ტაქტილური ჰალუცინაციებით, მოტორული აგზნებითა და ემოციური ლაბილობით.
ტიპურ შემთხვევებში ინდივიდის ქცევა აგრესიულია, ირაციონალურია და შესაძლოა, გამოიხატოს ძალადობით. უმეტესად ცნობიერება დაბინდული არ არის, მაგრამ ხანდახან, ძალიან დიდი დოზის მიღებისას, შესაძლოა განვითარდეს მწვავე დელირიუმი. აღნიშნული მოშლილობა შედის დაავადებათა დსკ 10-ის საერთაშორისო გადასინჯვაში, როგორც F1x.5 – ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებებით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობა.