ნეიროადაპტაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:29, 3 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნეიროადაპტაცია - (neuroadaptation) – ნეირონული ცვლილებები, დაკავშირებული როგორც ტოლერანტობასთან, ისე აღკვეთის სინდრომის წარმოქმნასთან. ნეიროადაპტაცია შეიძლება განვითარდეს დამოკიდებულებისა და კოგნიტიური ნიშნების გარეშეც. მაგ, ქირურგიული პროფილის ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობენ ოპიატებს ტკივილების შემცირების მიზნით, შეიძლება აღენიშნებოდეთ აღკვეთის სინდრომის ზოგიერთი ნიშანი, როდესაც მათ შეუწყდებათ ტკივილგამაყუჩებლის მიღება ამავე დროს, პაციენტი შეიძლება ვერ აცნობიერებდეს აღნიშნული სიმპტომების რაობას, ან არ ჰქონდეს სურვილი გააგრძელოს ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება.