დეგაზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 21 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დეგაზაცია - ობიექტებისა და ადგილმდებარეობის ზედაპირიდან მომწამლავი ნივთიერებების მოშორების (განადგურების, ნეიტრალიზაციის) ღონისძიებები. ხორციელდება სპეციალური ტექნიკური საშუალებების მეშვეობით – ხელსაწყოებით, კომპლექტებით, სადეგაზაციო მანქანებით, სადეგაზაციო ხსნარების (რეცეპტურების) გამოყენებით. აგრეთვე გამოიყენება დამხმარე (ხელთ არსებული) საშუალებები: წყალი, ორგანული გამხსნელები, სარეცხი ხსნარები და ა.შ. განასხვავებენ ნაწილობრივ და სრულ დეგაზაციას.