წითელი ღვია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:42, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წითელი ღვია - (Juniperus oxycedrus L.); ოჯახი: კვიპაროსისებრნი (Cupressaceae). პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი, 4-10 მეტრი სიმაღლის, ხშირი ვარჯით. ქერქი ღია რუხი ფერისაა. წიწვები ხაზურ-ნემსისებურია, მჩხვლეტავი ნემსით დაბოლოებული. ზემოდან 2 თეთრი ზოლითა და მურა ფერის შუა ძარღვით. ქვემოდან ვიწრო, მახვილი ქედით ხასიათდება. მამრობითი გირჩები სფეროსებურია, ქერცლები მომრგვალოა და კიდედაკბილული. ნაყოფიც სფეროსებურია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.