სადღეღამისო სავალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:18, 29 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სადღეღამისო სავალი – მანძილი, რომელსაც მარშის დროს ჯარები დღე-ღამეში გადიან. სადღეღამისო სავალი დამოკიდებულია კოლონების მოძრაობის სიჩქარეზე, მოძრაობის ხანგრძლივობაზე და საბრძოლო მანქანების და ავტომობილების მძღოლების ფიზიკურ შესაძლებლობებზე.
სადღეღამისო სავალი ავტომობილების კოლონებისთვის შეიძლება აღწევდეს 400 კმ-ს, შერეული კოლონებისთვის – 300 კმ-ს. მთებში, ტყიან და დაჭაობებულ ადგილმდებარეობაზე, უდაბნოში და სხვა განსაკუთრებულ პირობებში მოძრაობის საშუალო სიჩქარე და სადღეღამისო სავალი სიდიდე მცირდება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017