აიაგინ ბალღა სალიუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:29, 8 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აჲაგინ ბალღა სალიუ (ბალყ.-ყარაჩ. Аягьын балгъа салыу – „ბავშვის ფეხის ჩაყოფა თაფლში“) – ახალშობილისთვის „ტკბილი ცხოვრების“ უზრუნველყოფის მიზნით შესრულებული მაგიური რიტუალი. საამისოდ, თაფლიანი ჭურჭელს, რომელშიც ბავშვს ფეხს ჩააყოფინებდნენ, მოწვეულთა შორის ჩამოატარებდნენ და თაფლს ყველა სტუმარს გაასინჯებდნენ.
ლიტერატურა
- Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017