ვახვახიშვილი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ ვახვახიშვილი

ვახვახიშვილი თამარ ნიკოლოზის ასული - (23. XII. 1893. ვარშავა, – 31. X. 1976, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. (1940).

მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სამუსიკო სასწავლებელში. 1927 დაამთავრა პარიზის კონსერვატორია (პ. ვიდალის საკომპოზიციო კლასი). 1921–26 იყო თბილისის სამუსიკო სკოლის დირექტორი და შ. რუსთაველის და კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრების მუსიკალური ნაწილის გამგე. 1933-71 ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში). ვახვახიშვილის ნაწარმოებებია: ერთაქტიანი ბალეტები „ბახუსის დღესასწაული“ (1919), „სიყვარულის ბანგი“ (1920), „სპარტაკი“ (1937 – ქართული ბალეტის შექმნის პირველი ცდები), პანტომიმები „მზეთამზე“ (1929), „ხანძარი“ (1930), მუსიკალური კომედია „დონ ჰილი – მწვანე შარვალი“, მუსიკა სპექტაკლებისათვის („ცხვრის წყარო“, „ურიელ აკოსტა“ კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; „ვერაგობა და სიყვარული“, მოსკოვის მცირე თეატრში და სხვ.) ვახვახიშვილი ავტორია წიგნისა „თერთმეტი წელი კოტე მარჯანიშვილთან“ (1976). (გ. ტორაძე)




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილე აგრეთვე

თამარ ვახვახიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები