ვალტორნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 4 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვალტორნა - (გერმ. Waldhorn - ტყის რქა), უძველესი სასულე მუნდშტუკიანი საკრავი, ხასიათდება რბილი ბგერით. ვალტორნა შედის სასულე ორკესტრისა და სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში. თანამედროვე ვალტორნა ფა წყობისაა (იშვიათად სი ბემოლისა). მის პარტიას წერენ ვიოლინოს გასაღებით, ჩვეულებრივ ხმოვანებაზე კვინტით მაღლა. ფა წყობის ვალტორნის დიაპაზონია კონტროქტავის სი-დან მეორე ოქტავის ფა-მდე.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")