კურუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 12 ივნისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კურუ - (kuru) ცნს-ის გადამდები, პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება, აზიანებს უპირატესად ბაზალურ განგლიებსა და ნათხემს, გამოვლინდება უხეში ატაქსიით, ათეტოზით, ტრემორით, დიზართრიით და რიგიდულობით.
ფსიქიკური სიმპტომებია:
- ემოციური ლაბილობა;
- ფსიქომოტორული შეკავება;
- სწრაფად პროგრესირებადი დემენცია.
გარდაუვალია ფატალური გამოსავალი დაავადების დაწყებიდან 6-9 თვეში. გამომწვევი – Gajduseck-ის მიერ აღმოჩენილი ატიპიური „ნელი“ ვირუსი, საკმაოდ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით, ძალზე ახლოს დგას ვირუსთან, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს კრეიტცფელდტ-იაკობის დაავადებას და, შეიძლება, სკრეპს.
გავრცელებულია მხოლოდ ახალ გვინეაში და სავარაუდოდ გადაეცემა რიტუალური კანიბალიზმის გზით, გარდაცვლილი ოჯახის წევრის შეჭმის გამო.
იხილე აგრეთვე
ენცეფალოპათია, სპონგიოფორმული.
