აუტიზმი ატიპიური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუტიზმი ატიპიური - (F841), (autism, atypical), განვითარების ზოგადი აშლილობის სახეობა, რომელიც ბავშვთა აუტიზმისაგან განსხვავდება ავადმყოფობის დაწყების ასაკით და არ ემთხვევა აუტიზმის ყველა დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს. ამ კატეგორიის გამოყენება მართებულია, როცა ანომალიური და პათოლოგიური განვითარების ნიშნები ვლინდება 3 წლის ასაკის შემდეგ და, მიუხედავად დამახასიათებელი ცვლილებებისა, – მიმდინარეობს არასაკმარისი რაოდენობის არსებითი და აშკარა ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებებით ერთ ან ორ სფეროში, ნაცვლად სამისა, რაც – დიაგნოზირებისათვის აუცილებელია (კერძოდ, ორმხრივი სოციალური ურთიერთქმედება, კომუნიკაციები და შეზღუდული, სტერეოტიპული, განმეორებადი ქცევა).

ატიპიური აუტიზმი ყველაზე ხშირია განვითარების მკვეთრად გამოხატული შეფერხების მქონე პირებში, ასევე იმ პირებში, რომელთაც განვითარების მძიმე, სპეციფიკური დარღვევები აქვთ რეცეპციული მეტყველების აშლილობის ფორმით.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები