ფშნის ეკალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფშნის ეკალი

ფშნის ეკალი - (Ononis arvensis L. = Ononis spinosa subsp. hircina [Jacq.] Gams); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). 30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ჯირკვლოვანი ბეწვით შებუსული. ღერო სწორია ან წამოწეული. მსხვილეკლიანი ან უეკლო. ფოთლები სამფოთოლაკიანია, კერნწრულები ერთფოთოლაკიანი, ფორმით – ელიფსური ან ლანცეტა. კიდეებზე ბასრხერხკბილა. ყვავილედი თავთავია, გვირგვინი ღია ვარდისფერი. აფრა ფართო და ოვალურია. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება ნესტიან ადგილებში, ნაკადულებისა და მდინარეების ნაპირებზე, ჭაობების მახლობლად. მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე, სოფელ კონდოლის მიდამო ებში. ცნობილია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები