მაჭავარიანი მუხრან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მუხრან მაჭავარიანი – (დ. 12 აპრილი, 1929, საჩხერის რაიონის სოფელი არგვეთი — გ. 17 მაისი, 2010). პოეტური კრებულების ავტორი. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1954).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი;
- პარლამენტის წევრი (1999-2004): განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.
პრემიები შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატი; აკაკი წერეთლის პრემიების ლაურეატი; მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოეტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატები
- მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები
- მაჭავარიანები