ლორთქიფანიძე ვაჟა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაჟა ლორთქიფანიძე – დაიბადა 1949 წლის 29 ნოემბერს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი (1973); ასპირანტურა (1978).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ საქმიანობას;
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი (1983-90);
- საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1989-90);
- საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის ხელმძღვანელი (1992-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-98): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1995-98);
- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (1998-2000).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2001-2004): მაჟორიტარი, №52 ბაღდათის საარჩევნო ოლქი, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი და ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარე.