გნოლიძეების ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 1 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხუბაშვილების ციხე კოშკი, მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარბის ცენტრში, გნოლიაანთ უბანში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

აღწერილობა

კოშკი ცილინდრულია (დიამ. 7,5 მ, კედლის სისქე 1,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია – შემორჩენილია პირველი და, ნაწილობრივ, მეორე სართული. შესასვლელი პირველ სართულზე, სამხრეთ-დასავლეთით იყო, ამჟამად დასავლეთითაა. პირველი სართული შიგნით სწორკუთხაა (4,8 X 4,4 მ), მის ჩრდილოეთ კედელში დატანებულია ბუხარი, რომლის ორივე მხარეს თითო ცალმაგი სათოფურია. აღმოსავლეთ კედელში თითო დიდი და პატარა ნიშია. დიდში ორმაგი სათოფურია, პატარაში - ცალმაგი. ამ სათოფურის თავზე პატარა სარკმელია. დასავლეთ კედელში სამი ნიშია ორმაგი სათოფურებით. სამხრეთ კედელში სამი სათოფური და მცირე სარკმელია. სართული გადახურულია აგურის ცილინდრული კამარით. სართულები ერთმანეთს უკავშირდება აღმოსავლეთ კედელში დატანებული კიბით. სანახევროდ დანგრეულ მეორე სართულზე აქა-იქ შემორჩენილია სათოფურების კვალი.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები