აგლაძე ლავრენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 10 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგლაძე ლავრენტი ალექსის ძე (1884, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა, სოფელი ბარი, — ქ. 1958, თბილისი), ქვაზე კვეთისა და ჩუქურთმის ოსტატი. 1897-1913 წლებში სწავლობდა და მუშაობდა ბაქოში იტალიელ ოსტატ ფრანზის ქვის სახელოსნოში. 1913 წლიდან თბილისში მუშაობდა ნეოფიტე აგლაძის სახელოსნოში. მონაწილეობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობის ფასადის მოკაზმვაში (სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, სასტუმრო „მაჟესტიკი“, ფუნიკულიორის ზედა სადგური, კინოთეატრი „რუსთაველი“ და სხვ.).

გ. მარსაგიშვილი

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები