კახა (II) თორელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 28 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კახა (II) თორელი - ძე ამირსპასალარ გამრეკელისა. ჯავახეთის ერისთავი 1191 - XIII ს. დასაწყისი. თამართნ ერთად მოიხსენიება იგი ჰამამლუს წარწერაში: „ადიდენ ღმერთმან მეფეთამეფე თამარ, ერისთავი კახა“. კახა II-ის გარდაცვალების შემდეგ ჯავახეთის ერისთავობა დროებით გადადის თორელთა სხვა შტოს - ახალციხელთა ხელში, რომელსაც მიეკუთვნოდნენ შალვა და ივანე ახლციხელები.
წყაროები და ლიტერატურა
მუსხელიშვილი 1940: : 45; ბერძენიშვილი 1964: 232.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017