ანდრეევი ნიკოლოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 5 ნოემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანდრეევი ნიკოლოზი - მხატვარი. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ხატწერისა და კედლის მხატვრობის სფეროში მოღვაწეობდა ქუთაისსა და თბილისში. ქუთაისში ჰქონდა საეკლ. მხატვრობის სახელოსნო გიგო ზაზიაშვილსა და ვასილ ბალანჩივაძესთან ერთად. 1899-1905 წწ. ალექსანდრე და ლეონიდე ოქროპირიძეების თხოვნით მოხატა იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრები შიომღვიმის მონასტერში.
ა. მგალობლიშვილი