საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა ასოციაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:51, 27 ნოემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა ასოციაცია (ARISF) - აერთიანებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტულ ფედერაციებს, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

ARISF-ი მჭიდროდ თანამშრომლობს ზამთრის ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან, ასევე, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალურ ასოციაციასთან (GAISF) დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.

AIOWF-ი მიზნებში შედის: მის წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზების მხარდაჭერა, ზამთრის სპორტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და სხვ. AIOWF-ი თავის წარმომადგენლებს წარადგენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კომისიებში და სათათბიროსაკონსულტაციო ინსტიტუტებში.

ასოციაციას მართავს პრეზიდენტისგან და ოთხი წევრისგან შემდგარი საბჭო, რომლებიც თავის მხრივ, სხვადასხვა ფედერაციას წარმოადგენენ.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები