ატლანტიკაზე ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:15, 21 დეკემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ატლანტიკაზე ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობა – შტაბი განლაგებულია აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქ. ნორფოლკში. მისი პასუხისმგებლობის ზონა ვრცელდება ჩრდილოეთ პოლუსიდან რაკას ტროპიკამდე და ჩრდილო ამერიკის სანაპირო წყლებიდან პორტუგალიის ჩათვლით ევროპის და აფრიკის სანაპირო წყლებამდე, მაგრამ ლა-მანშის სრუტის და ბრიტანული კუნძულების გამოკლებით, რომლებიც განეკუთვნება ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ სარდლობას.