არშუშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:17, 26 თებერვალი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არშუშა – (VII საუკუნის II ნახევარი). ქართლის ერისმთავარი (დაახლოებით 689 წლიდან. ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელი. არშუშა იხსენიება „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკის გვიანდელ დანართის ქართლის ერისმთავართა ჩამონათვალში. აგრეთვე 685-711 წწ შორის ამოკვეთილ აბასთუმნის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერაში (პატრიკიოსის ტიტულით) იმპერატორ იუსტინე II-სთან ერთად. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებით, არშუშა ვარაზ-ბაკურის უფროსი ძმა უნდა ყოფილიყო. როგორც წარწერიდან ირკვევა, არშუშას ბრძანებით აღუმართავთ დღევანდელი აბასთუმნის პატიოსანი ჯვარი „წმინდა ღმრთისმშობლისა“ სახელზე.


წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები