პომპე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:16, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პომპე – (პომპა) (ბერძნ.) „საზეიმო სვლა“, „პროცესია“.
ძველ საბერძნეთში რელიგიურ დღესასწაულთა დროს დიდძალი ხალხი მიემართებოდა ტაძრისკენ, რათა ღვთაებისათვის პატივი მიეგო. ამ საზეიმო სვლას „პომპე“ ეწოდებოდა. უაღრესად პოპულარული იყო პანათენური და ელევსინური პომპეები.