ოგიგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:11, 19 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოგიგია – (ბერძნ.) მითოსური კუნძული, სადაც ცხოვრობდა ნიმფა კალიფსო. სწორედ მასთან მოხვდა ოდისევსი ტროას ომის დასრულების შემდეგ. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ოგიგია ზღვის შუაგულში მდებარეობდა.