ვარდანისძე ივანე (III)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე/იოვანე (III) ვარდანისძე - სვანთა ერისთავი, მეჭურჭლეთუხუცესი, პროტოსტრატორი, მანდატურთუხუცესი XI-XII სს-თა მიჯნაზე. იგი უნდა იყოს შვილი გიორგი II-ის წინააღმდეგ ამბოხებული გიორგი II-ის თანამედროვე სვანთა ერისთავ ვარდან (II) ვარდანისძისა, რომელიც გიორგი მეფემ წყალობით შემოირიგა. იხსენიება მესტიისა და ლაბეჭინის ხატების წარწერებში, რომლებსაც გ. ჩუბინაშვილი XI-XII სს-თა მიჯნის ქართული ჭედურობის ნიმუშებად მიიჩნევს.

ლაბეჭინის ხატის წარწერაში იოვანე, გარდა სვანთა ერისთავობისა, ფლობს მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობას: „მე, იოვანე ვარდანის ძემან, სუანთა ერისთავმან და მეჭურჭლეთა უხუცესმან მოვჭედე ხატი ესე...“. ლაბეჭინის ხატის წარწერაში იოვანე სვანთა ერისთავის სამოხელეო ტიტულებს პროტოსტრატორიც შეემატა: „მე, იოვანე ვარდანისძემან, სუანთა ერისთავმან და მეჭურჭლეთუხუცესმან და პროტოსტრატორმან, მოვჭედე ხატი ესე წმიდისა გიორგისა და დავასუენე საყდარსა შინა ოჩამისასა“. პროტოსტრატორი მიჩნეულია ამირახორის ფარდ ბიზანტიურ სამხედრო-სამოხელეო ტერმინად. ამ წარწერათა მიხედვით, სვანთა ერისთავი ვარდან ვარდანისძე სამეფო კარზე ერთობ დაწინაურებული პირია - მას უპყრია მაღალი საკარო თანამდებობები. ჯუმათის მთვარანგელოზის ხატის წარწერაში იგი უკვე მანდატურთუხუცესად იხსენიება. შ. მესხიას დაკვირვებით, ივანე სვანთა ერისთავი უნდა ყოფილიყო დავით აღმაშენებლის პირველი მანდატურთუხუცესი და ამირახორი.



წყაროები და ლიტერატურა

ბაქრაძე 1987: 109, 261, 263, 264; თაყაიშვილი 1937: 22-25; Чубинашвили 1959: 25, 415; ახალაშვილი 1987: 34; მესხია 1979: 110, 122-123, 126.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები