თანამონაწილეობის ეფექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:29, 19 მაისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თანამონაწილეობის ეფექტი (დასწრების ეფექტი), – ილუზია ფსიქოლოგიური ერთიანობისა მაყურებლის და კინოთეატრის ეკრანზე წარმოსახული მოქმედებისა.
თანამონაწილეობის ეფექტი განსაკუთრებით საგრძნობია პანორამულ და, კერძოდ, ფართოფორმატიან კინემატოგრაფში სტერეოფონიული ხმოვანებით. თანამონაწილეობის ეფექტი ძლიერია, როდესაც ეკრანის სივრცის ხედვისას - მაყურებლის ე. წ. პერიფერიული მხედველობაც აქტიურად მონაწილეობს.