აპოთეოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:16, 6 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოთეოზი – (ბერძ.apotheōsis „გაღმერთება")

1. სპექტაკლის ან სადღესასწაულო საკონცერტო პროგრამის, ანდა საცირკო წარმოდგენის დასკვნითი, საზეიმო სცენა. აპოთეოზი ადიდებს ხალხს, გმირს, რაიმე მოვლენას და ა. შ. მასში მონაწილეობს მოქმედ პირთა უმრავლესობა. აპოთეოზი ჩვეულებრივ მონუმენტური ხასიათისაა. აპოთეოზი შეიძლება იყოს აგრეთვე რაიმე სანახაობის წარმოდგენის, დღესასწაულის საზეიმო მსვლელობის) დამოუკიდებელი ნაწილი. დამოუკიდებელი აპოთეოზი (ჩვეულებრივ, უტექსტო) აგებულია მოქმედ პირთა გამომსახველ დაჯგუფებებსა და პოზებზე („ცოცხალი სურათი“, „მუნჯი სურათი“), გამოიყენება ფერადოვანი დეკორაციული გაფორმება, კოსტიუმები, ბუტაფორიადა ა. შ.

2. ოპერებში, განსაკუთრებით კი ბალეტებში — სადღესასწაულო ან აღფრთოვანებულ–აღტყინებული ხასიათის დასკვნითი სცენების სახელწოდება.

3. რომელიმე მუსიკალური პიესის საზეიმო დასკვნა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები