აპოთეოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოთეოზი – (ბერძნ. apotheosis – გაღმერთება), საფინალო, საზეიმო მასობრივი სცენა სპექტაკლში ან საზეიმო საკონცერტო პროგრამაში. აპოთეოზს აქვს მონუმენტური იერი. იგი მძლავრი, დიდებული და ამაღლებულია. მასში გამოყენებულია ელვარე დეკორაციული გაფორმება, განათება, სცენის ყველა შესაძლებლობები. აპოთეოზის ხელოვნებას ქართულ თეატრში ვირტუოზულად ფლობდნენ კ. მარჯანიშვილი და ს. ახმეტელი.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები