აშუღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:20, 16 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აშუღი - (არაბ. აშიყი, მიჯნური, თურქ. აშიყი, მიჯნური) სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ქვეყნებში (აზერბ., სომხ., საქ., დაღესტ.), ახლო აღმოსავლეთში (თურქ. ირანი), შუა აზიაში (სადაც ეწოდება – „ბახში“). აშუღი თხზავს სასიმღერო ტექსტს, უწყობს ჰანგებს და მღერის რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი, თარი, ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით.
საქართველოში (ძირითადად თბილისში) აშუღობა განსაკუთრებით განვითარდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან. ყველაზე ცნობილია საიათნოვა, მე-19 ს-ში ჩამჩი მელქო, სათარა, ჰაზირა და სხვ. სომხეთში განსაკუთრებით ცნობილია შირინი, აზერბ.-ალესკერი, აშუღთა შემოქმედების სტილისტური თავისებურებები აისახა ა. სპენდიაროვის, რ. გლიერის, უ. ჰაჯიბეკოვის, ა. არუთინიანის ნაწარმოებებში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი