ბალაგანი (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 16 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალაგანი ტულაში. ა. პოპოვი

ბალაგანი – დროებითი ნაგებობა თეატრალური, საცირკო ან საესტრადო წარმოდგენებისათვის.

ბალაგანი რუსეთში ცნობილია XVIII საუკ. შუა ხანებიდან. პირველ ხანებში ამ მიზნისათვის იყენებდნენ ბაზრობის დროს აშენე ბულ სავაჭრო ნაგებობებს – ბალაგანებს (სახელწოდებაც აქედან წარმოსდგა). შემდგომში სპეციალურ შენობებსაც აგებდნენ. შიგნით მოწყობილი იყო სცენა და მაყურებელთა დარბაზი, პირველი, მეორე ადგილებად დაყოფილი; იყო აგრეთვე ე.წ. „ზაგონი“ („ბაკი“), სადაც მაყურებლები ფეხზე იდგნენ. ბალაგანის წინ ეწყობოდა აივანი (რაუსი, გერმან. – raus), საიდანაც მსახიობები მაყურებლებს იწვევდნენ სპექტაკლზე დასასწრებად. XVIII საუკ. ბოლოს ბალაგანში იდგმებოდა სახალხო თეატრის რეპერტუარის პიესები, აგრეთვე რაინდული რომანების ინსცენირებები, XIX საუკ. დასაწყისში კი, უპირატესად, „არლეკინიადები“, რომლებშიც უხვად იყო წარმოდგენილი სცენური ეფექტები (ფრენა ჩამოვარდნა, სასწაულებრივი გარდასახვა და ა.შ.) ბალაგანები არსებობდა XX საუკ. 30-იან წლებამდე (ამ პერიოდში იქ იდგმებოდა საესტრადო დივერტისმენტები).



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები