ბრუტალიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:13, 11 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრუტალიზმი – არქიტექტურის ერთ-ერთი მიმართულება. აღმოცენდა XX საუკუნის 50-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში. ბრუტალისტები ისწრაფვიან შექმნან ისეთი არქიტექტურა, რომლის ესთეტიკურ თავისებურებებს განსაზღვრავენ უხეში, ხაზგასმულად მძიმე ფორმები, შენობის ინჟინერული მოწყობილობის გაშიშვლებული კონსტრუქციები და სისტემები.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი კატეგორიაარქიტექტურული სტილი