ველოდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 11 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ველოდრომი (ტრეკი, ციკლოდრომი) – ოვალური ფორმის სპეციალური სპორტული ღია ან დახურული ნაგებობა ველორბოლის ჩასატარებლად. ველოდრომს აქვს ხის ან ცემენტის ბილიკი, რომლის ნაპირები მოსახვევებში აფერდებულია (ვირაჟები). ბილიკის ირგვლივ ეწყობა ტრიბუნები მაყურებელთათვის.