თაღნარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:19, 3 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არკატურა, თაღნარი — დეკორაციული თაღების რიგი შენობის ფასადზე ან ნაგებობის კედელზე. თაღნარი ჩვეულებრივ მხოლოდ პლასტიკური მიზნითაა გამოყენებული. ცალკეულ შემთხვევაში თაღნარსა და კედელს შორის მცირე სივრცეა დარჩენილი. თაღნარი შეიძლება იყოს უწყვეტი ან დანაწევრებული.