თაღნარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 3 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არკატურა, თაღნარი —(ფრანგ. arcature - თაღების რიგი), დეკორაციული თაღების რიგი შენობის ფასადზე ან ნაგებობის კედელზე. თაღნარი ჩვეულებრივ მხოლოდ პლასტიკური მიზნითაა გამოყენებული. ცალკეულ შემთხვევაში თაღნარსა და კედელს შორის მცირე სივრცეა დარჩენილი. თაღნარი შეიძლება იყოს უწყვეტი ან დანაწევრებული.