რიგოდონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:45, 13 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რიგოდონი – პროვინციული წარმოშობის ფრანგული ცეკვა, მხიარული, ტემპერამენტული, მოძრავი, ორწილად ზომაში. XVII ს-ის დასასრულს რიგოდონი ცნობილი გახდა როგორც სამეჯლისო ცეკვა (კონტრდანსის ნაირსახეობა). იმხანადვე შევიდა ინსტრუმენტული საცეკვაო სიუიტის შემადგენლობაში.