მოდერნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:45, 27 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მოდერნი – (ფრანგ. modérne - თანამედროვე, უახლესი) – მიმართულება არქიტექტურაში, დეკორატიულ და სახვით ხელოვნებაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, რომელიც ისწრაფვოდა ისტორიული ნასესხობისაგან თავისუფალი ახალი სტილის შესაქმნელად და არ გამოიყენებდა ადრე ნახმარ ტექნიკურ შესაძლებლობებს: ამავე დროს იგი მიმართავდა სტილიზებასა და მანერულ, ღვარჭნილ (ხელოვნურად გართულებულ) ხერხებს.