მოდერნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოდერნი – (ფრანგ. moderne უახლესი, თანამედროვე), XIX-XX საუკუნის მიჯნაზე წარმოშობილი სტილი დასავლურ ხელოვნებაში. მისი ქრონოლოგიური ჩარჩოებია 1886-1914. ბელგიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში იგი დამკვიდრდა როგორც „ახალი ხელოვნება“ (Art Nouveau), გერმანიაში – „იუგენდსტილი“ (Jugendstil), ავსტრიაში – „სეცესიონის სტილი“ (Sezessionstil), იტალიაში – „ლიბერტის სტილი“ (Stile Liberti), ესპანეთში – „მოდერნიზმი“ (Modernismo). გამოირჩეოდა ბუნტარული სულისკვეთებით. უპირისპირდებოდა კლასიკურ ფორმებს ხელოვნებაში, ნატურალიზმს, რეალიზმს, აკადემიზმს; უპირატესობას ანიჭებდა ესთეტიზმს, დეკორატიულობას, პლასტიციზმს. ბევრი რამ ისესხა აღმოსავლური კულტურიდან (განსაკუთრებით იაპონური მოტივები); ახასიათებდა პოლისტილისტურობა, ქრისტიანული თემატიკა აქ მიერთებულია ფოლკლორთან, ფრივოლურ ეროტიზმთან, მისტიკურ სიმბოლურობასთან, დახვეწილი გემოვნება უხეშ, მყვირალა ელემენტებთან. მის უმნიშვნელოვანეს სტილურ პრინციპად იქცა სტილიზაცია, ერთიანი ფორმათწარმოქმნადი პრინციპი, სხვადასხვა სტილების (ხშირად, საპირისპირო) ესთეტიკური გადამუშავება. დროთა განმავლობასი იგი გადაიზარდა კონსტრუქტივიზმში, ტექნიციზმში. მისი მრავალი ნიშანი გამოვლინდა ახალ პროცესში და ცივილიზაციის ახალ საფეხურზე პოსტმოდერნიზმის სახით XX საუკუნის მე-2 ნახევარში.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები