მონუმენტური ხელოვნება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:08, 28 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მონუმენტური ხელოვნება – იდეური შინაარსის მნიშვნელობით გამორჩეული ხელოვნება, გამოხატული განზოგადებული და, როგორც წესი, გრანდიოზული ფორმებით, ჩვეულებრივ ასეთებია: საზოგადოებრივ ნაგებობათა არქიტექტურა, ძეგლები და მონუმენტები, კედლის მხატვრობა და მოზაიკა.