მუსიკალური წყობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 5 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მუსიკალური წყობა
1. მუსიკალურ ბგერებს შორის დამოკიდებულების (ინტერვალების) საყოველთაოდ მიღებული სისტემა. დასავლეთ ევროპულ მუსიკაში ჩამოყალიბდა 12 საფეხურიანი თანაბრად-ტემპერირებული მუსიკალური წყობა, რომლის ბგერათა რიგი აიგება ნახევარი ტონებით. მუსიკალური წყობის დიაპაზონი იყოფა ოქტავებად, თითოეული მათგანი მოიცავს 12 ნახევარ ტონს. ოქტავებს ბგერათა რიგის შუიდან ზემო მიმართულებით ეწოდებათ: I, მე-2, მე-3 მე-4; ქვემო მიმართულებით – მცირე, დიდი, კონტროქტავა, სუბკონტროქტავა.
2. სამუსიკო საკრავის აწყობა თანამედროვე ტემპერირებული წყობის მოთხოვნათა შესაბამისად.