ნატურალიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 6 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნატურალიზმი – ესთეტიკურ შეხედულებათა სისტემა ხელოვნებაზე და მისი შესატყვისი მხატვრული მეთოდი, რომელიც შემუუშავდა ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ნატურალიზმის ფილოსოფიურ საფუძველს შეადგენს პოზიტივიზმი. არ სწვდება რა ბუნებისა და საზოგადოებრივი მოვლენების არსს, ნატურალიზმს მხატვრული შემოქმედება დაჰყავს საგნებისა და მოვლენების გარეგან, შემთხვევითსა და ერთეულ თვისებებამდე, ჩემულობს ვითომდა სინამდვილის ობიექტურ წარმოსახვას.