ვერიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერიზმი - (იტალ. Verismo, vero - ნამდვილი, მართალი), ნატურალისტური მიმდინარეობა იტალიურ ლიტერატურასა და ხელოვნებაში. წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს, ნატურალიზმის გავლენნით.

ვერიზმის დამახასიათებელი თავისებურებაა ყურადღების გამახვილება სოფლის, პატარა დაბა-ქალაქების ცხოვრების მიმართ, დაუპირისპირდა სხვა ქვეყნების ნატურალისტების მიდრეკილებას უპირატესად აესახათ დიდი ქალაქების, დედაქალაქების, მსხვილი ინდუსტრიული ცენტრების ცხოვრება. ვერისტების შემოქმედების დადებითი მხარე სწრაფვა იყო მართლად აესახათ უბრალო ადამიანების ცხოვრებაუარყოფითი მხარე – თემატიკის ლოკალური შეზღუდულობა.

თეატრალური ვერიზმისათვის დამახასიათებელია ხაზგასმული ემოციურობა, არაიშვიათად სენტიმენტალურობა, მელოდრამატულობა.

ვერისტული ოპერის პირველი ნიმუშებია: პ. მასკანის ოპერა „სოფლური ღირსება“ (1890) და რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“ (1892); საოპერო ვერიზმის კლასიკური ნიმუშებია: ჯ. პუჩინის „მანონ ლესკო“ (1893), „ბოჰემა“ (1896), „ტოსკა“ (1900), „ჩიო-ჩიო-სანი“ (1904) და სხვ. ვერიზმის სხვა წარმომადგენლები: უ. ჯორდანო („ანდრე შენიე“), ფ. ჩილეა („არლელი ქალი“), ფ. ალფანო და სხვ. იტალიური ვერიზმის გავლენა ჩანს ფრანგულ (ა. ბრიუნო, გ. შარპანტიე), გერმანულ (ე. დ’ალბერი) და სხვა ოპერებში, მოგვიანებით თავს იჩენს ჯ. მენოტის ოპერებში. (გ. ტორაძე)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები