პალიატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 21 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პალიატა, – (ლათ. pallium — მამაკაცის მოსასხამი) ან მოსასხამის კომედია (ლათ. fabula palliata), ძველრომაული დრამატული ჟანრი. გავრცელებული იყო ძვ. წ. III-II საუკუნეში. პალიატა აღმოცენდა „ახალი ატიკური კომედიის“ ნიადაგზე და ასახავდა ბერძნული მოსახლეობის საშუალო ფენების, კერძოდ, ხელოსნების, ვაჭრების, მეზღვაურების, წვრილი მონათმფლობელების, პირად ცხოვრებას. ჩვეულებრივ, პალიატას მოქმედი პირები იყვნენ ვერაგი ან ძუნწი მაჭანკალი, გარყვნილი ჰეტერა, ტრაბახა მებრძოლი, ხელზე მოსამსახურე მონა ბიჭი. ნაცვლად მთლიანი ფიცრული კედლისა, რომლის ფონზეც თამაშდებოდა პირველი დრამატული წარმოდგენები იტალიაში – „მიმები“ და „ფლიაკები“, პალიატაში იყენებდნენ უფრო რთულ დეკორაციებს.