პალიატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერაკოტის ორი მსახიობის ფიგურა ნიღბებით და მხარზე გადაკიდებული მოსასხამით.

პალიატა, – (ლათ. palliata, < palliates – მოსასხამი) – „მოსასხამის კომედია“ – ძველ-რომაული დრამატული ჟანრი (გავრცელებული მე-3-2 სს. ძვ.წ.). წარმოიშვა ახალი ატიკური კომედიის საფუძველზე.

პალიატა ასახავდა მოსახლეობის საშუალო წრეების, ხელოსნების, ვაჭრების, მეზღვაურების, წვრილმანი მონათმფლობელების პირად ცხოვრებას. მისი მოქმედი პირები იყვნენ ვერაგი ან ძუნწი მაჭანკალი, გარყვნილი ჰეტერა, ბაქია მეომარი, ლაქია მონა, ღორმუცელა და უსინდისო პარასიტი. პირველი პალიატა დაიწერა ლივიუს ანდრონიკუსის მიერ (ცნობილია სხვა ავტორთა პალიატებიც), რომლებიც დაიდგა 240 წ. ძვ.წ. „რომის თამაშებზე“. პალიატას ავტორები სარგებლობდნენ ბერძნული პირველწყაროთი და ხშირად მიმართავდნენ კონტამინაციის ხერხს სიუჟეტის და ხასიათების რომაულ სინამდვილესთან დაახლოების მიზნით. პალიატაში დიალოგებს ხშირად ახლდა კანტიკები. პალიატები იდგმებოდა ძველი რომისთვის დამახასიათებელ დაბლა განთავსებულ სცენაზე. მიმისა და ფლიაკის წარმოდგენებისაგან განსხვავებით, რომელთა გათამაშება ხდებოდა ხის ყრუ კედლის ფონზე, პალიატაში გამოყენებულ იქნა უფრო რთული დეკორაცია.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები