პანტალონე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:27, 21 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პანტალონე – იტალიურ ხალხური თეატრის „კომედია დელ არტეს“ პერსონაჟი. პანტალონეს ნიღაბი გამოხატავდა ხალხური სატირის სულისკვეთებას, განსაკუთრებით მძაფრად კი XVI საუკუნეში, როდესაც გამდიდრების წყაროს გარეშე დარჩენილი იტალიის ბურჟუაზია დაკნინებას განიცდიდა. ნიღბების კომედიის განვითარების ადრეულ პერიოდში ხშირად მანიფიკოდ („შესანიშნავი“) იწოდებოდა. პანტალონე მდიდარი ვენეციელი ვაჭართა, მოსულელო, სნეული და, როგორც წესი, აუცილებლად ძუნწი ბერიკაცია, თავდაჯერებულს ყველაზე ჭკვიანად მოაქვს თავი და ხშირად ძანისა და სერვეტის ოინბაზობის მსხვერპლი ხდება.