პარასიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:01, 21 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პარასიტი – ანტიკური კომედიის ტრადიციული პერსონაჟი, ღორმუცელა, მუქთახორა მდიდრების მესუფრია, პირფერობითა და მახვილსიტყვაობით მათი გამრთობი. პარასიტის ტიპის ჩასახვას „ეპიქარმის“ შემოქმედებაში ვხვდებით, მაგრამ პარასიტის სახე წინა პლანზე გამოდის ახალ ანტიკურ კომედიაში. პარასიტი, ჩვეულებრივ უკავშირდება სხვა ტრადიციულ კომიკურ ტიპებს – ბაქია მებრძოლებს ან შეყვარებულ ახალგაზრდებს.