პარიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 22 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პარიკი – (ფრანგ.perruque), თავის აქსესუარი, რომელიც დამზადებულია ხელოვნური ან ბუნებრივი თმისგან და ნატურალური თმის იმიტაციას ქმნის. პარიკს ხშირად თავზე იხურავენ სიმელოტის შესანიღბად.
თეატრსა და კინოინდუსტრიაში პარიკი, გრიმის ერთ-ერთი გამომსახველობითი საშუალება. გამოიყენება უმეტესად ისეთ შემთხვევაში, როდესაც მსახიობის საკუთარი თმა არ იძლევა ამა თუ იმ როლისათვის საჭირო ვარცხნილობის გაკეთების საშუალებას, პარიკი ხელს უწყობს მსახიობის გარეგნობის მნიშვნელოვნად შეცვლას. პარიკი კეთდება ადამიანის თმისაგან, კამეჩის ან ანგორის თხის ბეწვისაგან, აგრეთვე სინთეზური ძაფებისაგან (კაპრონი, ნეილონი).