პინაკოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი პინაკოთეკა მიუნხენში, დარბაზი IX

პინაკოთეკა – (ფრანგ. pinacothèque, ბერძნულიდან. πινακοθήκη, πίναξ — დაფა, სურათი და θήκη — საცავი),ასე უწოდებდნენ ძველ საბერძნეთში ფერწერული ნაწარმოებების საცავს, სურათების გალერეას.

პინაკოთეკა ერქვა ათენის აკროპოლისის პროპილაიას მარცხენა ფრთას, სადაც ქალღმერთ ათენასათვის საჩუქრად მირთმეული ნახატების კოლექცია ინახებოდა. სურათების ეს გალერეა აღია იყო ათენის მოქალაქეთათვის.

ათენის გარდა, მსგავსი პინაკოთეკა არსებობდა საბერძნეთის სხვა ადგილებში, მაგალითად, ჰერაიონში - ჰერას ტაძარიშ კუნძულ სამოსზე.

ძველი რომაელები პინაკოთეკას უწოდებდნენ ოთახს, სადაც ხელოვნების ნიმუშები იყო განთავსებული.

რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული, ტერმინი პინაკოტეკა გამოიყენებოდა სურათების გალერეის აღსანიშნავად.

საზოგადოებისთვის ღია ნახატების კოლექციების აღსანიშნავად. დღესდღეობით სურათების (ხელოვნების) გალერეებს პინაკოტეკს უწოდებენ.

ამჟამად, გერმანიაში სფუნქციონირებს სამი მსოფლიოში ცნობილი ხელოვნების გალერეა, სახელწოდებით პინაკოთეკა. ესენია ძველი და ახალი პინაკოთეკები და მიუნხენის თანამედროვეობის პინაკოთეკა, სწორედ ამ პინითეკებშია წარმოდგენილი სხვადასხვა ისტორიული პერიოდის მხატვართა ნამუშევრები.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები