პოლიაკორდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 1 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლიაკორდები – კომბინირებული აკორდები, რომლებიც შედგება სხვადასხვა ტონალობის ორი (ან მეტი) აკორდისაგან. ასეთი აკორდების ძირითად ტონალობას წარმოადგენს ქვედა აკორდის ტონალობა. ქვედა აკორდი ჩვეულებრივ სამხმოვანება ან სეპტაკორდია, ზედა აკორდი – როგორც წესი სამხმოვანებაა.