ჭერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 2 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭერი – შემომზღუდველი კონსტრუქციის ქვედა ნაწილი, რომელიც ზევიდან შემოფარგლავს ნაგებობას. ჭერი შეიძლება იყოს უშუალოდ გადახურვის ქვედა ნაწილი ან წარმოქმნილი იყოს განსაკუთრებული კონსტრუქციული ელემენტებით (შეკიდული ჭერი). ზედაპირის ხასიათის მიხედვით ჭერი შეიძლება იყოს გლუვი და რელიეფური, წიბოვანი, კესონებიანი, ნაძერწდეტალებიანი და ა.შ.