შენობის გადახურვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შენობის გადახურვა – შენობის ნაწილი, რომელიც ზემოდან იფარავს შენობას გარემოსაგან და აერთიანებს სახურავისა და ჭერის ფუნქციებს. გარეგნული სახის მიხედვით შენობის გადასახურავი იყოფა ბრტყელ და სივრცობრივ გადახურვად.
გადახურვის სახეები:
- მემბრანული გადახურვა
- ჯვარედინა-წიბოვანი გადახურვა
- შეკიდული გადახურვა
- სივრცობრივი ღეროვანი გადახურვა
- თაღოვანი გადახურვა