პროსცენიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:35, 3 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პროსცენიუმი –(ლათ. proscenium), მაყურებლებთან ყველაზე უფრო ახლოს მყოფი სცენის წინა ნაწილი, რომელიც პორტალის წინ მდებარეობს. ძველრომაულ თეატრში პროსცენიუმი (ანუ პულპიტუმი) ეწოდებოდა მსახიობთა სათამაშო მოედანს, რომელიც სცენის წინ იყო განლაგებული; სცენის მდიდრულად დეკორირებული ფასადი (scaenae fronts), რომელიც სვეტებით, თაღებით, ქანდაკებებით, რელიეფებით იყო მორთული, მდიდრულ, სადღესასწაულო გარემოს უქმნიდა პროსცენიუმზე მიმდინარე მოქმედებას, რომაულმა პროსცენიუმმა შემდგომი განვითარება პოვა აღორძინების ხანის იტალიაში (XVI საუკ.).